LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნატა ვიბლიანმა დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა – გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე“ – რას ამბობს ადვოკატი

553
2026-07-22_23-45-26_075507

ნატა ვიბ­ლი­ან­მა და­ა­სა­ხე­ლა ის ოთხი პირი, ვინც მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და – გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ერთი ეპი­ზო­დი მოხ­და მა­მის საფ­ლავ­ზე, – ამის შე­სა­ხებ ნატა ვიბ­ლი­ა­ნის ად­ვო­კატ­მა, მა­რი­ამ ბარ­სო­ნი­ძემ გა­მო­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, საქ­მე ეხე­ბა არა მხო­ლოდ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას არა­მედ, მუ­ქა­რას.

„მისი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ერთი ეპი­ზო­დი მოხ­და მა­მის საფ­ლავ­ზე. სა­საფ­ლა­ოს ეპი­ზოდ­ში ფი­გუ­რი­რებს ჩხვი­მი­ა­ნი. და­ა­სა­ხე­ლა ის ოთხი პირი, ვინც მას­ზე იძა­ლა­და სექ­სუ­ა­ლუ­რად, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა არ გვაქვს სა­ხე­ზე. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხე­ზე გვაქვს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა, რო­მელ­საც თან ახ­ლავს არა­ერ­თი მუ­ქა­რა სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის, ია­რა­ღის თან­ხლე­ბით“, – გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ცნობისთვის, ნატა ვიბლიანი ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ჩვენებას უკვე მეორე დღეა აძლევს.

გაუპატიურების საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული.

ნატა ვიბლიანმა თამუნა მუსერიძის პოდკასტში განაცხადა, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები