მარიამ ბარსონიძე, ნატა ვიბლიანის ადვოკატი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ ნატა ვიბლიანთან შესახვედრად ჩასულმა გამომძიებელმა გამოკითხვის გარდა აღწერა დაზიანებები, რომელიც ქალს ბავშვობაში სავარაუდო მოძალადემ მიაყენა.
„პირები, რომელთა დამნაშავეობა უტყუარად დადასტურდება, დაისჯებიან კანონის სრული სიმკაცრით და ნატა ვიბლიანისთვის სამართლიანობა აღდგება“, - განაცხადა ადვოკატმა.