LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოკითხულია 30-ზე მეტი პირი, ჩატარებულია ჩხრეკები – უახლოეს პერიოდში იგეგმება მისი ოფიციალურად დაზარალებულად ცნობა

1113
ადვოკატი ნატა ვიბლიანის საქმეზე

ნატა ვიბლიანის ადვოკატი, მარიამ ბარსონიძე აცხადებს, რომ ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოკითხულია 30-ზე მეტი პირი და ასევე ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ჩხრეკები.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მარიამ ბარსონიძემ განაცხადა, გამოკითხვის დასრულების შემდეგ ნატა ვიბლიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.

„ნატა ვიბლიანმა დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა – გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე“ – რას ამბობს ადვოკატი

„ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოკითხულია 30-ზე მეტი პირი. მათ შორის ახლა მიმდინარეობს ქალბატონი ნატას გამოკითხვა. სხვა ტიპის საგამოძიებო მოქმედებებიც არის ჩატარებული, ჩატარებულია ჩხრეკები და ასევე იგეგმება არაერთი საგამოძიებო მოქმედება სამომავლოდ იმისათვის, რომ სწორად და სრულფასოვნად განხორციელდეს მართლმსაჯულება.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, მტკიცებულებები ჯერ არ გვაქვს მოპოვებული ქალბატონი ნატას სტატუსიდან გამომდინარე, ვინაიდან მტკიცებულებებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა პირი არის დაზარალებულად ცნობილი. თუმცა საგამოძიებო ორგანო არის საკმაოდ ჩართული, მოტივირებული და ნატას გამოკითხვის შემდგომ, უახლოეს პერიოდში იგეგმება მისი ოფიციალურად დაზარალებულად ცნობა.

მოლოდინი გვაქვს იმის, რომ თითოეული დეტალი რაზეც საუბრობს ქალბატონი ნატა ვიბლიანი, მის წინააღმდეგ მიმართული თითოეული დანაშაული, აუცილებლად იქნება გამოძიებული და შესაბამისი სამართლებრივი შედეგის იმედი ნამდვილად გვაქვს. პირები, რომელთა დამნაშავეობა უტყუარად დადასტურდება, დაისჯებიან კანონის სრული სიმკაცრით და ნატა ვიბლიანისთვის სამართლიანობა აღდგება“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ე.წ. ნატა ვიბლიანის საქმეზე მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დაიცავს – რა განცხადებას ავრცელებს კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი

ცნობისთვის, გაუპატიურების საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები