ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისის ცნობით, „მარიამ კუბლაშვილი ე.წ. ნატა ვიბლიანის საქმეზე მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დაიცავს“.
დაცვის მხარის განცხადებით, ჯიმშერ ვიბლიანის მიმართ გაუპატიურების ბრალდება არ გაჟღერებულა და ნატა ვიბლიანი მას მოგვიანებით ძალადობის ცალკეულ ეპიზოდში მოიხსენიებს.
საადვოკატო ბიურო აღნიშნავს, რომ საჯარო ბრალდებებს წინ უძღოდა ოჯახისგან 50 000 ევროს მოთხოვნა, რასთან დაკავშირებითაც სამართალდამცავ ორგანოებს ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში მიმართეს.
„ნატა ვიბლიანმა დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა – გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე“ – რას ამბობს ადვოკატი
„ნატა ვიბლიანმა დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა – გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე“ – რას ამბობს ადვოკატი
მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისის განცხადება უცვლელად გთავაზობთ:
„⚖️ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ე.წ. ნატა ვიბლიანის საქმეზე მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დაიცავს.
ჯიმშერ ვიბლიანის მიმართ არ გაჟღერებულა გაუპატიურების ბრალდება – ნატა ვიბლიანი მას მოგვიანებით ძალადობის ცალკეულ ეპიზოდში მოიხსენიებს.
დაცვის პოზიციით, აღნიშნულ საჯარო ბრალდებებს წინ უძღოდა ნატა ვიბლიანის მხრიდან ჯიმშერ ვიბლიანის ოჯახისგან 50 000 ევროს მოთხოვნა. ჩვენს ხელთ არსებობს ჩანაწერი, რომელშიც, დაცვის შეფასებით, ფიქსირდება მოთხოვნა: თანხის გადახდის შემთხვევაში – დუმილი, ხოლო უარის შემთხვევაში – ჯიმშერ ვიბლიანის საჯაროდ დასახელებისა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მუქარა.
ჯიმშერ ვიბლიანის ოჯახმა 2026 წლის ივნისის დასაწყისშივე დაუყოვნებლივ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს ცილისწამების, მუქარისა და სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე და მოითხოვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
📌 გაგრძელება იქნება…
მომდევნო დეტალები საზოგადოებისთვის, ჩვენი შეფასებით, ნამდვილად შოკისმომგვრელი აღმოჩნდება.
პ.ს. მკაფიოდ ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმის ძალადობას და წლებია უსასყიდლოდ ვიცავთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს. ამავე დროს, ვიცავთ მათაც, ვინც შესაძლოა ზეწოლის, ცრუ ბრალდების ან მიზანმიმართული დისკრედიტაციის მსხვერპლი გახდეს“. – აღნიშნულია განცხადებაში.
