LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საზოგადოებისათვის საქმის სრული სურათი ჯერ ცნობილი არ არის“ – მარიამ კუბლაშვილის პირველი საჯარო განცხადება გახმაურებულ საქმეზე

1779
მარიამ კუბლაშვილი

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი პირველი საჯარო განცხადებას აკეთებს, თუ რატომ გადაწყვიტა ე.წ. ნატა ვიბლიანის საქმეზე მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესების დაცვა.

მარიამ კუბლაშვილი განმარტავს, რომ „საზოგადოებისათვის საქმის სრული სურათი ჯერ ცნობილი არ არის“.

„ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ე.წ. ნატა ვიბლიანის საქმეზე მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დაიცავს“ – რა განცხადებას ავრცელებს კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი

„ჯიმშერ ვიბლიანის მიმართ არ გაჟღერებულა გაუპატიურების ბრალდება – ნატა ვიბლიანი მას მოგვიანებით ძალადობის ცალკეულ ეპიზოდში მოიხსენიებს“

„ეს არის საქმე, რომელიც შეიცავს უმძიმეს და შემზარავ ბრალდებებს და ბუნებრივია, მე, როგორც ქალი, დედა და ადამიანი ზუსტად იმავე ემოციას განვიცდი, რასაც თითოეული თქვენთაგანი. ვუერთდები მათ ერთიან მოთხოვნას იმ ნაწილში, რომ გამოძიებული უნდა იქნეს ყველაფერი და უკლებლივ ყველა დამნაშავე დაისაჯოს. თუ ამ საქმეში აღწერილი დანაშაულები მართლაც ისე მოხდა, როგორც ეს საჯაროდ იქნა წარმოდგენილი, ბუნებრივია, კანონის ყველა სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე. მაგრამ აქვე ძალიან პრინციპულად ვემიჯნები და ვმიჯნავ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ჯიმშერ ვიბლიანის სახელს და გვარს რაიმე სახით შემხებლობას დანაშაულთან.

წლებია ვიცავ ქალთა უფლებებს… მაგრამ არსებობს მეორე ფუნდამენტური პრინციპიც, რომლიც დარღვევასაც ვერასდროს შევეგუები. თუ უდანაშაულო ადამიანს მძიმე დანაშაულს აბრალებენ, ეს არ არის ერთი ადამიანის პრობლემა. ასეთმა ბრალდებამ შეიძლება გაანადგუროს მისი სახელი, ღირსება, ოჯახი და მისი მომავალი ცხოვრება.

„ნატა ვიბლიანმა დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა – გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე“ – რას ამბობს ადვოკატი

რატომ უნდა გაიწიროს უდანაშაულო ადამიანი?

ორი დღის წინ ამ საქმეში როგორც ადვოკატი, ჩავერთე და დავიწყე ჯიმშერ ვიბლიანის უფლებების დაცვა. მისი სახელი ამ საქმეში საჯაროდ მოგვიანებით გაჟღერდა.

მინდა გითხრათ, რომ ყველა საქმეს არ ვიღებ და სანამ ჩავერთვები, ყველა საქმეს დეტალურად ვსწავლობ.

არაერთი საქმე მინდა გაგახსენოთ, როდესაც ბევრი მათგანი საზოგადოებას დამნაშავედ ჰყავდა გამოცხადებული. ბოლოს კი სასამართლო გადაწყვეტილება სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა და დადგა გამამართლებელი განაჩენი. ბოლოს ბუნებრივია, გამიჩნდა კითხვა, სად იყვნენ ის ადამიანები, ვინც ისინი წინასწარ გაასამართლა.

გამოცდილებამ მასწავლა, რომ დასკვნა მხოლოდ ერთი ადამიანის მოსმენით არ უნდა გავაკეთო.

ცილისწამება ძალიან მძიმე რამაა. ბუნებრივია, რას ფიქრობს საზოგადოება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ხშირად საზოგადოებასაც სჭირდება დახმარება. შეიძლება, ისინი შეცდომაში არიან შეყვანილი.

ბოლო ორი დღის განმავლობაში სრულად გავეცანი ინფორმაციას, პასუხი მაქვს ბევრ კითხვაზე და უკვე შევძლებ, თქვენი ინტერესიც დავაკმაყოფილო. დარწმუნებული ვარ, ამ საქმის სრული სურათი თქვენთვის ცნობილი არაა.

მას შემდეგ რაც გაიაზრებს ბევრი, რომ რამდენიმე გვარი შეიძლება შურისძიებით, შეიძლება სიბრაზით და სხვა პირადი ინტერესით იყოს შემოყვანილი ამ საქმეში.

სამართალი დაცლილია ემოციებისგან. ის მხოლოდ მტკიცებულებებზეა ფოკუსირებული“, – ამბობს მარიამ კუბლაშვილი გავრცელებულ ვიდეოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები