LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბოლო რამდენიმე დღეა ჩემი მისამართით არაპირდაპირი მუქარები ისმის“ – თამუნა მუსერიძე

286
2026-08-04_00-16-40_582141

თამუნა მუსერიძე თავის პოდკასტში „ვეძებ“, სადაც ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ჰყავდა მიწვეული, ამბობს, რომ მისი მისამართით მუქარებია.

„ჩემი პოდკასტის და პირადად ჩემი მისამართით, ბოლო რამდენიმე დღეა არაპირდაპირი მუქარები ისმის. უნდა მეშინოდეს თუ არა რამის?“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.

მარიამ კუბლაშვილის თქმით, თუ საჭირო გახდება მის ინტერესებს დაიცავს.

„როგორც მოვიძიე ამ საქმეში ექსკლუზივი თქვენ გეკუთვნით და სწორედ თქვენი საშუალებით გაიგო ნატა ვიბლიანის ხმა საქართველომ. შესაძლოა ზოგს მოსწონდეთ და ზოგს არა. თუმცა თუ რაიმე მუქარა იქნება, მომმართეთ და მე თქვენს ინტერესებს ყოველთვის დავიცავ“, – აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.

ცნობისთვის, ნატა ვიბლიანის საქ­მეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს. „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა და­წყე­ბუ­ლი. ნატა ვიბ­ლი­ა­ნი აცხა­დებს, რომ 90-იან წლებ­ში, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას სის­ტე­მა­ტუ­რად აუ­პა­ტი­უ­რებ­და თა­ნა­სოფ­ლე­ლი, სრულ­წლო­ვა­ნი კაცი. ამ კა­ცის გარ­და, ნატა ვიბ­ლი­ა­ნი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალს კი­დევ სამ თა­ნა­სოფ­ლელს სდებს

ვიდეო: „ნატას დედა იყო სინამდვილეში ორსულად“ – თამუნა მუსერიძე

„მე გეუბნებით, რომ ის იყო სრულწლოვანი როცა ბავშვი გააჩინა… არ გაუუპატიურებია, არ უძალადია და მსგავსი რამ არ მომხდარა…“ – რას ამბობს ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანის საქმეზე

ადვოკატი: ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოკითხულია 30-ზე მეტი პირი, ჩატარებულია ჩხრეკები – უახლოეს პერიოდში იგეგმება მისი ოფიციალურად დაზარალებულად ცნობა

„ნატა ვიბლიანმა დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა – გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე“ – რას ამბობს ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები