LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ დღეს ჩემთან ერთად იქნებიან ჩემნაირი გამწარებული დედები…“ – გურამ დადიანიძის დედა ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ აქცია 24 ოქტომბერს გაიმართება

209
სოფო ბიბილაშვილი

დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ 25 ოქტომბერს დაანონსებული აქციის თარიღი შეიცვალა და აქცია 24 ოქტომბერს, 17:00 საათზე ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაიმართება:

„მინდა დაგიდასტუროთ, თბილისში ნამდვილად გადმოიტანეს გურამის საქმე, შემპირდნენ გამოძიების ეფექტურად და ხარისხიანად ჩატარებას, რისიც დიდი იმედი მაქვს. იმის მიუხედავად, რომ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მოთხოვნა, აქციის გაუქმებას არ ვაპირებ. ამ დღეს ჩემთან ერთად იქნებიან ჩემნაირი გამწარებული დედები, რომლებია წლებია უსამართლობას ჩემნაირად ებრძვიან. ალბათ გეცოდინებათ, რომ რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა, დააანონსეს პოლიტიკური აქციები, ამიტომ საჭიროდ ვთვლი, ჩემი აქცია გადმოვიტანო 24 ოქტომბერს ისევ 17 საათზე, ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. გელოდებით ყველას, ვინც გულთან მიიტანეთ ჩემი ტკივილი და ყველა დედას, ვინც წლებია ჩემსავით ებრძვით უსამართლობას…“ – ამბობს სოფო ბიბილაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები