LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი გურიკას დაკარგვა თურქეთში დაღუპულ ბიჭთან არაფერ შუაში არ არის“ – გურამ დადიანიძის დედა

157
გურამ დადიანიძე

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი გადაცემაში „შენი ამბავი თაისთან“ ჰყვება, რა მოხდა თურქეთში, რა ამბავსაც ბევრი სოციალურ ქსელში გურამის დაკარგვას უკავშირებს.

„14 წლის იყო გურიკა პირველად, რომ გადავიყვანე თურქეთში, ჩემთან. სამი თვე აქეთ იყო სამი თვე იქით. ხუთი გადმოსვლა აქვს, მეხუთე ვიზის შემდეგ ბავშვმა გააფუჭა ვიზა, აღარ მინდა საქართველოშიო…

ორის ნახევარზე სახლში ვიყავი ხოლმე. ერთ დღეს, დილის 11:00 საათზე ბინის მეპატრონემ დამირეკა, მთელი კორპუსი და ქუჩა იჩხრიკებაო. იმ წუთას ის გავიფიქრე, რომ ვიზა არ მქონდა. გაჩხრიკეს და პასპორტით ნახეს, რომ მე 9 წელი საბუთები მქონდა გაფუჭებული. ბინის მეპატრონე გაკვირვებული მიყურებდა, როგორ დადიოდი აქ, რომ საერთოდ არსად არ ხარ დაფიქსირებულიო. წავედით პოლიციაში, იქ გავიგე, რომ ჩვენი ბინის წინ ბიჭი დაღუპულა. 

პოლიციამ მაჩვენა იმ ბავშვის ფოტო, მაშინვე ვიცანი, ჩემი მულის კლასელი ბავშვი იყო. ამის საფუძველზე იყო ჩემს ბინაში ჩხრეკა…

მინდა ხმამაღლა ვთქვა… ჩემი გურიკას დაკარგვა თურქეთში დაღუპულ ბიჭთან არაფერ შუაში არ არის. ჩემი შვილის დაკარგვა თუ ვინმეს უნდა, რომ თავიდან აიცილოს და ამ პიროვნებებს დაუკავშირონ, არის ტყუილი მცდელობა. რა თქმა უნდა, ექნებათ დასკვნა, რითი დაიღუპა ის ბიჭი, ის ავად იყო, მისი გადარჩენა, იმ მომენტში ვერ შეძლეს“ – ამბობს სოფო ბიბილაშვილი.

შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა.

ცნობისთვის, სოფო ბიბილაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერის ვერსია გამოირიცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები