LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოგიკვდეს ჩემი თავი შენ… შვილო, რას არ გაბრალებენ დე… გამოჩნდი და ყველას მე გავცემ პასუხს ჩემო ერთადერთო“ – სოფო ბიბილაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

3163
სოფო ბიბილაშვილი

რამდენიმე კვირის წინ სოფო ბიბილაშვილის განცხადების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის წინ, მლეთაში დაკარგული, გურამ დადიანიძის ძებნა განაახლა და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

საქმეზე ის პირები იკითხებიან, რომლებიც 2014 წლის ლომისობაზე გურამთან ერთად მლეთაში იმყოფებოდნენ, ან რაიმე სახის შემხებლობაში იყვნენ გურამთან.

სოფო ბიბილაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერის ვერსია გამოირიცხა.

„ადგილზე დალუქული ჭაა, დღეს ვეტყვი, რომ შეამოწმონ, ჯერ ორმოა და მერე ჭა, ორმოდან რომ ჩაიხედავ ეს ჭა დაცემენტებულია“ – 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედის ინფორმაციით, მლეთაში, ადგილების შესამოწმებლად მძიმე ტექნიკას შეიყვანენ

სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„მოგიკვდეს ჩემი თავი შენ… შვილო, რას არ გაბრალებენ დე… გამოჩნდი და ყველას მე გავცემ პასუხს ჩემო ერთადერთო“, – წერს სოფო ბიბილაშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები