LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადგილზე დალუქული ჭაა, დღეს ვეტყვი, რომ შეამოწმონ, ჯერ ორმოა და მერე ჭა, ორმოდან რომ ჩაიხედავ ეს ჭა დაცემენტებულია“ – 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედის ინფორმაციით, მლეთაში, ადგილების შესამოწმებლად მძიმე ტექნიკას შეიყვანენ

524
გურამ დადიანიძე

„გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება და მიწა, რაც დარჩა, იქ სკანერი ვერ გაივლის. თვითონ უფროსმა მითხრა, გულში ისე რომ არ დაგრჩეს რამე, დღეს 10:00 საათზე ტრაქტორებს შემოვიყვანთო“, – ამის შესახებ 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა „ტვ პირველთან” განაცხადა.

ტარიელ კაკაბაძე: „წლების განმავლობაში გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს გურამ დადიანიძე მეწყერმა მოიყოლა, რაც მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება მეწყრის ვერსია… ვიღაცას აწყობდა, ჭეშმარიტება არ დადგენილიყო“

როგორც სოფო ბიბილაშვილმა აღნიშნა, ადგილზე არის დალუქული ჭა, რომლის შემოწმებასაც ის დღეს ადგილზე მომუშავეებს სთხოვს.

„გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება და მიწა, რაც დარჩა, იქ სკანერი ვერ გაივლის. თვითონ უფროსმა მითხრა, გულში ისე რომ არ დაგრჩეს რამე, დღეს 10:00 საათზე ტრაქტორებს შემოვიყვანთო. მეწყრის ვერსია გამოირიცხა, მეწყერს მე ვიძახი, თორემ როგორც მითხრეს, ქვა-ღორღია. ეს მასა ჩამოწვა და გაჩერდა ადგილზე.

ადგილზე დალუქული ჭაა, ადრე არ იყო დალუქული და დღეს მაგასაც ვეტყვი, რომ შეამოწმონ. ჯერ ორმოა და მერე ჭა. ორმოდან, რომ ჩაიხედავ ეს ჭა დაცემენტებულია. ვინ დააცემენტა და რატომ?“ – განუცხადა სოფო ბიბილაშვილმა “ტვ პირველს”.

ვიდეო: „უცნაურობაა, ის რომ ყველა მოწმე ამტკიცებს, გურამ დადიანიძე არის ცოცხალი, რის საფუძველზე ამბობენ ამას?“ – ჟურნალისტი თაია გამთენაძე

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში შსს იმ ტერიტორიის ხელახალ შემოწმებას იწყებს, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა. უწყების განცხადებით, სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.

17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

„ჩემი ვერსიით, გურიკა უნდა იყოს ცოცხალი“ – რას ჰყვება ანა გელაშვილი, რომელიც კახა გელაშვილის შვილია და მლეთაში გაუჩინარებულ გური დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები