LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დარწმუნებული ვარ რომ ეს არ არის გურიკას ხმა – დედა არის ძალიან ტრავმირებული და დედა მის შვილს ეძებს ყველა ადამიანში“ – გურამ დადიანიძის საქმის მოწმე ანა გელაშვილი

210
ანა გელაშვილი ანი გელაშვილი.JPGცდ

გურამ დადიანიძის საქმის მოწმე ანა გელაშვილი „ტვ პირველთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ გარვცრელებული ვიდეო და იქ არსებული ბიჭის ხმა საერთოდ არ შეესაბამება ვიდეოში არსებული ხმა გურიკას ხმას. მისი განმარტებით, „დედა არის ძალიან ტრავმირებული და დედა მის შვილს ეძებს ყველა ადამიანში“.

ანა გელაშვილი მოითხოვს, რომ დადგინდეს არამხოლოდ ვიდეოს ავთენტურობა, არამედ ხმის ავთენტურობა. 

„ჩემი ვერსიით, გურიკა უნდა იყოს ცოცხალი“ – რას ჰყვება ანა გელაშვილი, რომელიც კახა გელაშვილის შვილია და მლეთაში გაუჩინარებულ გური დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა

„რაც შეეხება თვითონ ვიდეოს. პირდაპირ ვიტყვი, რომ საერთოდ არ შეესაბამება ვიდეოში არსებული ხმა გურიკას ხმას, საერთოდ. დარწმუნებული ვარ რომ ეს არ არის გურიკას ხმა – დედა არის ძალიან ტრავმირებული და დედა მის შვილს ეძებს ყველა ადამიანში და ყველა ხმა შეიძლება მიამსგავსოს და მე სავსებით მესმის მისი, მისი ტკივილის და არ არის ეს გასაკვირი, რომ დედამ ვიღაცის ხმა მიამსგავსა მისი შვილის ხმას. თუმცა, როგორც ვიცი [ვიდეო] ექსპერტიზას აქვს და ამის ავთენტურობა უნდა დადგინდეს, მაგრამ პირადად ჩემთვის ვიდეოს ავთენტურობაზე მეტად მნიშვნელოვანია ხმის ავთენტურობა. ვიდეო შეიძლება იყოს ავთენტური – ვიდეოში არსებული ხმა შეიძლება არ იყოს დადებული და იყოს რეალური კადრი, საერთოდ დაუმონტაჟებელი და პირდაპირ ატვირთული, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს გურიკას ხმაა. უნდა მოხდეს ხმის ავთენტურობის დადგენა, უნდა დადგინდეს ხმის ავთენტურობა – არის თუ არა ეს გურიკას ხმა“, – აცხადებს ანა გელაშვილი. 

გურამ დადიანიძის საქმის მოწმე ანა გელაშვილი „ტვ პირველთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ გარვცრელებული ვიდეო და იქ არსებული ბიჭის ხმა საერთოდ არ შეესაბამება ვიდეოში არსებული ხმა გურიკას ხმას. მისი განმარტებით, „დედა არის ძალიან ტრავმირებული და დედა მის შვილს ეძებს ყველა ადამიანში“.

ანა გელაშვილი მოითხოვს, რომდადგინდეს არამხოლოდ ვიდეოს ავთენტურობა, არამედ ხმის ავთენტურობა. 

„რაც შეეხება თვითონ ვიდეოს. პირდაპირ ვიტყვი, რომ საერთოდ არ შეესაბამება ვიდეოში არსებული ხმა გურიკას ხმას, საერთოდ. დარწმუნებული ვარ რომ ეს არ არის გურიკას ხმა – დედა არის ძალიან ტრავმირებული და დედა მის შვილს ეძებს ყველა ადამიანში და ყველა ხმა შეიძლება მიამსგავსოს და მე სავსებით მესმის მისი, მისი ტკივილის და არ არის ეს გასაკვირი, რომ დედამ ვიღაცის ხმა მიამსგავსა მისი შვილის ხმას. თუმცა, როგორც ვიცი [ვიდეო] ექსპერტიზას აქვს და ამის ავთენტურობა უნდა დადგინდეს, მაგრამ პირადად ჩემთვის ვიდეოს ავთენტურობაზე მეტად მნიშვნელოვანია ხმის ავთენტურობა. ვიდეო შეიძლება იყოს ავთენტური – ვიდეოში არსებული ხმა შეიძლება არ იყოს დადებული და იყოს რეალური კადრი, საერთოდ დაუმონტაჟებელი და პირდაპირ ატვირთული, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს გურიკას ხმაა. უნდა მოხდეს ხმის ავთენტურობის დადგენა, უნდა დადგინდეს ხმის ავთენტურობა – არის თუ არა ეს გურიკას ხმა“, – აცხადებს ანა გელაშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები