LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია 2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ“ – შსს განცხადებას ავრცელებს

1555
გურამ დადიანიძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმეზე გამოკითხულია ყველა პიროვნება, ვინც გურამ დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა და მგზავრობდა.

„რაც უფრო მეტს ვიგებ ამ საქმეზე, მით უფრო მეტად ნაკლები არის ვარაუდი, რომ შეიძლება მეწყერმა ჩაიტანა გურამი და შეიძლება მეწყერი იყოს ამ ბავშვის დაკარგვის მიზეზი…“ – ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე 2014 წლიდან 2017 წლამდე საგამოძიებო ან სამძებრო ღონისძიებები არ განხორციელებულა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება და საქმესთან დაკავშირებული ყველა პირის გამოკითხვა, უწყების განცხადებ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოიკითხა 20-ზე მეტი პირი.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ.

პირველ რიგში, განვმარტავთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ არსებულ გარემოებებს:

მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოიკითხა პირი, რომელმაც აღნიშნული ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. გამოკითხვის შედეგად დგინდება, რომ ვიდეომასალა გადაღებულია 2014 წლის 11 ივნისს, შუადღის 15:00 საათის პერიოდში, ხოლო დადიანიძის თანმხლები პირების განმარტებით იგი გაუჩინარდა 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე.

საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2014 წლის 10 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ლომისის სალოცავში თემქის დასახლებიდან მიკროავტობუსით 16 მეზობელი წავიდა. ვინაიდან რთული რელიეფური გზის გამო ისინი ვერ მოახერხებდნენ მიკროავტობუსით სალოცავამდე მისვლას, ავტომობილი გააჩერეს სოფელ მლეთაში და ტაძრისკენ გზა ფეხით გააგრძელეს.

აღნიშნული პირები, სალოცავში გაჩერდნენ მცირე ხნით და დაახლოებით ღამის 2 საათზე უკან ფეხით დაბრუნება დაიწყეს. ფეხით ჩამოსვლისას გურამ დადიანიძე მარტო არ იმყოფებოდა და მოდიოდა ნათესავთან ერთად, ასევე დადგინდა, რომ გზაზე გურამ დადიანიძე შესვენების მიზნით ჩამოჯდა ქვაზე, რასაც შეესწრო, როგორც ნათესავი, ასევე მისი ორი მეზობელი მამა-შვილი.

ასევე, დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის შეჩერების ადგილიდან ავტომობილამდე დარჩენილი იყო 300-დან 500 მეტრამდე მანძილი, შესვენებისას გურამ დადიანიძემ თავად მოითხოვა, რომ დანარჩენებს გაეგრძელებინათ გზა და დაეწეოდა. ვინაიდან აღნიშნულ ადგილზე უკვე გზის სირთულე აღარ იყო და თითქმის ჩასულები იყვნენ ავტომობილთან, ასევე მისი მარტო დატოვების არანაირი საშიშროება არ არსებობდა, იმ მომენტისთვის მასთან ერთად მყოფმა სამმა პირმა გზა გააგრძელა.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირებმა მცირე მანძილი გაიარეს და გურამ დადიანიძე აღარ გამოჩნდა, სიბნელის გამო ერთ-ერთმა მეზობელმა მისი ძებნა ხელის სანათის გამოყენებით დაიწყო. თუმცა, როდესაც იგი იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც გურამ დადიანიძე ბოლოს ნახეს, ის იქ აღარ იმყოფებოდა.

აღნიშნულის შესახებ შეატყობინეს სამართალდამცველებს და ძებნაში მალევე ჩაერთნენ პოლიციის თანამშრომლები. გურამ დადიანიძეს თან არ ჰქონდა ტელეფონი და მისმა მეგობრებმა ფიზიკურად ვერ შეძლეს მასთან დაკავშირება, ასევე აღნიშნულის გამო ვერ მოხერხდა მისი შემდგომი ლოკაციების და გადაადგილების დადგენა.

ასევე, მოწმეთა ჩვენებით დგინდება, მას არც მგზავრობისას და არც სალოცავში მისვლისას არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია და რაიმე დაპირისპირების საფრთხე არ არსებობდა. ასევე, კონკრეტულ ადგილას, სადაც ჩამოჯდა გურამ დადიანიძე მოძრაობდა ძალიან ბევრი მომლოცველი.

საქმეზე გამოკითხულია ყველა პიროვნება, ვინც გურამ დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა და მგზავრობდა, ასევე საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, ვერ იქნა გამოვლენილი ისეთი გარემოება რომელიც დაადასტურებდა გურამ დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს. შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღინიშნებოდა.

ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე 2014 წლიდან 2017 წლამდე საგამოძიებო ან სამძებრო ღონისძიებები არ განხორციელებულა. 2014 წელს, დუშეთის რაიონულ სამმართველოში, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე შეიქმნა სამძებრო საქმე და მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარდა ყველა საჭირო სამძებრო ღონისძიება.

გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება და საქმესთან დაკავშირებული ყველა პირის გამოკითხვა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოიკითხა 20-ზე მეტი პირი.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, ნუ შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქმის შესახებ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა… გურამის დედა კატეგორიულად ადასტურებს, რომ ეს არის მისი შვილის ხმა…“ – 12 წლის წინანდელი ვიდეო და ახალი გარემოება დაკარგული ბიჭის საქმეში: რას წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე

„ვიდეოს ავტორი მიდასტურებს, რომ თავად იღებდა, დამპირდა, თუ რამე აქვს კონკრეტული დღის, ყველა ვიდეოს და ფოტომასალას დღესვე მომაწვდის“ – ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გავრცელებულ ვიდეოზე

„ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებთ ხალხისგან“ – ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე 12 წლის წინ მლეთაში დაკარგული 17 წლის ბიჭის საქმეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები