LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თერჯოლაში შვილმა ურთიერთშელაპარაკებისას სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი ცივი იარაღით მამა მოკლა – ბრალდებული დაკავებულია

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

„მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს“ – შსს

„ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი საქართველოდან გაძევების მიზნით“ - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთი კომერციული საბანკო დაწესებულების სალაროს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა, სხვადასხვა დროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ, ჯამში 800 000 ლარამდე თანხას“ – შსს-მ ერთი პირი დააკავა

„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ - აცხადებენ შსს-ში.