ჟურნალისტი თაია გამთენაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გურამ დადიანიძის საქმის შესახებ საუბრობს და რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ეს გოგონა, რომელიც ცოტა ხნის წინ ეთერში იყო, ამბობს რომ გურიკას უახლოესი მეგობრები ვართო, ასე არ არის. ისინი ვერ იქნებოდნენ უახლოესი მეგობრები, იქედან გამომდინარე, რომ დედისგან ვიცი ინფორმაცია.
არ ვიცი, ახლა ეს რაში სჭირდებათ. უცნაურობაა, ის რომ ყველა მოწმე ამტკიცებს – გურამ დადიანიძე არის ცოცხალი, რის საფუძველზე ამბობენ ამას?. ამბობენ, რომ შესაძლოა რომელიმე მონასტერშია. არასრულწლოვანი იყო და ქვეყანას ვერ დატოვებდა“, – ამბობს თაია გამთენაძე.
ცნობისთვის, გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში შსს იმ ტერიტორიის ხელახალ შემოწმებას იწყებს, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.
