24 მაისს ევროპალიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედი” ამსტერდამის “აიაქსს” შეხვდება.
პირველი მატჩები ისე დამთავრდა, ფავორიტები თითქოს გამოკვეთილი იყვნენ. საბოლოოდ ასეც მოხდა და ფინალში დიდი სახელის და ისტორიის გუნდები გავიდნენ, მაგრამ ეს მარტივად არ მოსულა. დაძაბულობა და ინტრიგა ბოლომდე იყო შენარჩუნებული და კინაღამ პატარა სასწაულიც მოხდა.
ევროპალიგის ფინალი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმის გარეუბან სოლნაში, “ფრენდს არენაზე” გაიმართება. იქ, სადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის ძეგლია აღმართული..
ევროპა ლიგის ფინალში ორი ძალიან ტიტულოვანი გუნდი გავიდა. ამ გუნდებს საერთო ჯამში ჩემპიონთა ლიგა 7-ჯერ აქვთ მოგებული (4-ჯერ „აიაქსს“, 3-ჯერ „იუნაიტედს“), ხოლო „აიაქსს“ საერთოდაც უეფას ეგიდით გამართული ყველა ტურნირი აქვს მოგებული. ცნობისთვის, ამსტერდამულმა გრანდმა ევროპა ლიგა (მაშინდელი უეფას თასი) 1991/92 წლების სეზონში მოიგო, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეს ტურნირი არასდროს მოუგია და ახლა ამის დიდებული შანსი აქვს. სათქმელია, რომ “აიაქსი” 1996 წლის შემდეგ ევროტურნირის ფინალში პირველად გავიდა.
“მანჩესტერ იუნაიტედი” ევროპალიგის (და მისი წინამორბედი უეფას თასის) ფინალში პირველად გავიდა.
ეს მანჩესტერისთვის მე-7 ევროპული ფინალია და პირველი 2011 წლის შემდეგ.
“აიაქსი” მეათედ გავიდა ევროთასების ფინალში. ასეთი გუნდების რაოდენობა კი მხოლოდ რვაა (“აიაქსის” ჩათვლით).
მანჩესტერ იუნაიტედი – სელტა 1:1 (1:0)
მანჩესტერი, „ოლდ ტრაფორდი“
მანჩესტერ იუნაიტედი: რომერო, ბაილი, ბლინდი, ა.ვალენსია, დარმიანი, ერერა, ფელაინი, პოგბა, ლინგარდი (რუნი 86), მხიტარიანი (კერიკი 77), რეშფორდი (სმოლინგი 89).
სელტა: ს.ალვარესი, კაბრალი, რონკალია, მალიო, ხონი, რადოია (ბონგონდა 68), პ.ერნანდესი, ვასი (ხოზაბედი 46), ასპასი, სისტო (ბივუ 80), გუიდეტი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
გოლები: 1:0 ფელაინი (17), 1:1 რონკალია (85)
გაფრთხილებები: ბლინდი, ერერა – ასპასი, კაბრალი
გაძევებები: ბაილი (88) – რონკალია (88)
ლიონი – აიაქსი 3:1 (2:1)
ლიონი, „პარკ ოლიმპიკ ლიონი“
ლიონი: ლოპეში, დიაკაბი, ნ’კულუ, მორელი (რიბუსი 75), რაფაელი, გონალონსი, ტოლისო, ვალბუენა (გეჟალი 77), კორნე, ფეკირი, ლაკაზეტი.
მწვრთნელი: ბრუნო გენესიო
აიაქსი: ონანა, დ.სანჩესი, დე ლიგტი, ვიერგევერი, ველტმანი (ტეტე 64), ზიეჩი, შონე (ვან დე ბიკი 58), კლაასენი, იუნესი (კლიუვერტი 82), ბ.ტრაორე, დოლბერგი.
მწვრთნელი: პიტერ ბოში
გოლები: 0:1 დოლბერგი (27), 1:1, 2:1 ლაკაზეტი (45 პენ; 45+1), 3:1 გეჟალი (81)
გაფრთხილებები: მორელი, ტოლისო, დიაკაბი, ნ’კულუ, ფეკირი – ველტმანი, კლაასენი, ვიერგევერი
გაძევება: ვიერგევერი (84)