LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიაში ავიალაინერის ევაკუაცია მოხდა

23

ავსტრალიაში აფეთქების საშიშროების გამო ავიალაინერის ევაკუაცია მოხდა. შემთხვევა მგზავრების ბორტზე ასვლის მომენტს დაემთხვა. ბორტგამცილებლებმა საჭირო ოთახში მუქარის წერილი იპოვეს და რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედეს. საშიშროების სიგნალმა სალონში მყოფი 42 ადამიანი ძალიან შეაშინა, ამიტომ მათ თვითმფრინავი სწრაფად დატოვეს და აეროპორტის შენობისკენ სირბილით გაიქცნენ. როგორც ერთ-ერთი მგზავრი იხსენებს,  ტერაქტის საფრთხემ ნამდვილი პანიკა გამოიწვია და დამშვიდებას ისინი ამ მომენტამდე ვერ ახერხებენ. სამართალდამცავებმა კი მალევე დაადგინეს, რომ სინამდვილეში არანაირი ბომბა არ არსებობდა და წერილი – ეს უბრალოდ ცუდი ხუმრობა იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები