აშშ-ში, ვისკონსინის შტატში დააპატიმრეს ქალი, რომელიც უცხო ადამიანის სახლში შეიჭრა და ვახშმის მომზადება დაიწყო. ამის შესახებ Newsweek წერს.
სახლის მეპატრონემ პოლიცია მას შემდეგ გამოიძახა, რაც სახლში დაბრუნებულს სამზარეულოში შუქი დახვდა ანთებული და ღუმელთან უცხო ქალი ტრიალებდა. ქალი პასტას ამზადებდა. ადგილზე მისულ პოლიციას უცნობმა განუცხადა, რომ სახლის მეპატრონე კაფეში გაიცნო და გასაღებიც მისგან მიიღო.
ბუნებრივია, სახლის მეპატრონემ ეს ყველაფერი უარყო, სინამდვილეში სახლის კარი გატეხილი იყო და უცნობმა შიგნით მოხვედრა ძალის გამოყენებით შეძლო.
დამნაშავე პოლიციამ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა და სხვა დეტალებს უკვე გამოძიება დაადგენს.