LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NBA-მ საუკეთესოები დაასახელა: MVP რასელ უესტბრუკია

37

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 2016-17 წლების სეზონის ლაურეატები დაასახელა. მთავარი ნომინაცია – სეზონის MVP “ოკლაჰომა-სიტის” მცველმა რასელ უესტბრუკმა მოიგო. მან აჯობა “ჰიუსტონისა” და “სან ანტონიოს” მცველებს ჯეიმს ჰარდენსა და კავაი ლეონარდს.

გასულ სეზონში უესტბრუკმა NBA-ის რეკორდი დაამყარა – 42 სამმაგი დუბლი შეასრულა. მან რეგულარული ჩემპიონატი საშუალო სამმაგი დუბლით დაასრულა – 31.6 ქულა, 10.7 მოხსნა და 10.4 შედეგიანი პასი.

საზეიმო ცერემონიაზე სხვა ნომინაციებშიც გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

საუკეთესო მწვრთნელი – მაიკ დ’ანტონი (“ჰიუსტონი”)

საუკეთესო დებიუტანტი – მალკოლმ ბროგდონი (“მილუოკი”)

ყველაზე პროგრესირებადი – იანის ანტენტოკუნმპო (“მილუოკი”)

საუკეთესო მე-6 მოთამაშე – ერიკ გორდონი (“ჰიუსტონი”)

საუკეთესო დამცველი – დრეიმონდ გრინი (“გოლდენ სტეიტი”)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები