LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ჭიდაობა შესაძლოა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვდეს

12

წელს უკვე შევიტანეთ ახალი ნომინაცია, რომელიც ქართული ჭიდაობის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში აღიცხვას მოიაზრებს, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საფრანგეთში საქართველოს საელჩო იუნესკოში აკრედიტირებულია.

”ჩვენ ვართ მუდმივი წარმომადგენლები იუნესკოში და ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან აქტიური მუშაობა. კონკრეტულად, შარშან ქართული ანბანის სამი დამწერლობა იქნა აღიარებული იუნესკოს არამატერიალირი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. წელს უკვე შევიტანეთ ახალი ნომინაცია, რომელიც ქართული ჭიდაობის იუნესკოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაში აღიცხვას მოიაზრებს. ამ ნომინაციის განხილვა მოხდება გაისად – 2018 წელს და ცხადია, ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური და დადებითი შედეგები მივიღოთ”, – განაცხადა ეკატერინე სირაძე-დელონემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები