LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეაფასა კრის ბრაუნმა რიანას საკარნავალო კოსტიუმი

63

გუშინ, რიანა მკვეთრი ცისფერი თმით გამოჩნდა საზოგადოებაში. როგორც გაირკვა, მომღერალი ბარბადოსზე გამართული ფესტივალისთვის გამოეწყო ასე.

Crop Over Festival კუნძულზე გუშინ გაიმართა და 29 წლის რიანა მისი ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და საპატიო სტუმარი იყო. კარნავალზე რირი ფერად ბიუსჰალტერსა და ქვებით გაწყობილ საცვალში გამოცხადდა, რომლებიც ინტიმურ ნაწილებს ძლივს უფარავდა. მომღერლის ვიზუალის მთავარი დეტალი კი ფერადი ბუმბულები იყო.

ვარსკვლავმა ბოლო პერიოდში წონაში მკვეთრად მოიმატა, რაც მის თამამ ჩაცმულობაში კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანდა.  აღსანიშნავია, რომ რიანას ეს გამოსვლა უყურადღებოდ არც კრის ბრაუნს დარჩენია. მისი ფოტოს ქვეშ მან გაოცებული ღიმილის აღმნიშვნელი სიმბოლო დაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები