LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერსედესი კი არის, მაგრამ ბენტლივითაა

150

რუსეთში იყიდება „მერსედესი“, რომელიც გარეგნულად Bentley-ს უფრო გავს. პორტალ „Auto.ru”-ზე გამოჩნდა ძალიან საინტერესო განცხადება – იყიდება მერსედეს S კლასი, რომელიც ფაქტობრივად ოთხკარიან Mulsanne-ადაა გადაქცეული. განსხვავებით ჩვეულებრივი S-მოდელებისგან, მას მოდიფიცირებული საბარგული და „ბენტლის“ მსგავსი კაპოტი აქვს. თუმცა, როგორც გამყიდველი აღნიშნავს, ავტომობილი Mercedes-Benz-ად არის დარეგისტირებული და განახლებამ ის ბევრად გააუმჯობესა. მანქანა 2008 წელსაა აწყობილი და მას 5,5 ლიტრიანი, 388 ძალის მქონე ძრავი აქვს. რაც შეეხება მის გარბენს, მან უკვე 86 500 კმ-ს გადააჭარბა და მიუხედავად ამისა, მოდელის ღირებულება 1,7 მილიონი რუბლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები