LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის საუკეთესო ბარი მექსიკური გახდა

121
1Capture

ასოციაცია world’s 50 best-მა დაჯილდოების ტრადიციული ცერემონია ჩაატარა და 2024 წლის 50 საუკეთესო ბარი გამოავლინა. წლევანდელ პრემიას მადრიდმა უმასპინძლა.

საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ კი წელს მეხიკოში მდებარე Handshake Speakeasy დასახელდა. ბარი „მშრალი კანონის“ ეპოქის სტილშია გაფორმებული, შავი და ოქროსფერი კედლებით. დაწესებულებამ მომხმარებელთა სიყვარული ორიგინალური კოქტეილებით და გამორჩეული სტუმართმოყვარეობით დაიმსახურა.

მეორე ადგილზე ჰონგკონგი და იქ მდებარე იტალიური ბარი Bar Leone გავიდა. ამ ბარის ინტერიერი იტალიურია და სასმელიც ძალიან გამორჩეულია.

დაბოლოს, წინა წლის გამარჯვებული ბარი, სახელად Sips-იმ, რომელიც ბარსელონაში მდებარეობს, წელს მხოლოდ მესამე პოზიციას დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ბარების სიაში მოხვედრილი დანარჩენი დაწესებულებები – ათენში, ტოკიოში, სიდნეისა და ლიმაში მდებარეობს.

რაც შეეხება The World’s 50 Best-ის ჟიურის, ის ინდუსტრიის პროფესიონალებისგან, მათ შორის ბარმენებისა და კრიტიკოსებისგან შედგებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები