LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშრალი კანონის მიღების შემდეგ პოპულარულმა კურორტმა ათასობით ტურისტი დაკარგა

51
1973085-1024x768

ტაილანდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დანიშნულება პატაია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საკურორტო ზონის ხელისუფლება მშრალი კანონის გაუქმებას ითხოვს, რადგან მას შემდეგ რაც რესტორნებსა და ღამის კლუბებში ალკოჰოლი აღარ იყიდება, უცხოელები იქაურობას აღარ სწყალობენ.

აღსანიშნავია, რომ მშრალი კანონი უკვე მე-7 თვეა რაც მოქმედებს და მისი მიღების მიზეზი კორონავირუსის გავრცელებისთვის ხელის შეშლა იყო.

პოლიცია მუდმივად ამოწმებს სხვადასხვა დაწესებულებებს და აპატიმრებს ყველას, ვინც ალკოჰოლს უკანონოდ იღებს. რადიკალურმა ზომებმა პატაიას ტურისტულ იმიჯს სერიოზული დარტყმა მიაყენა და განთქმული ღამის ცხოვრების მქონე დანიშნულებას კატასტროფული ეკონომიკური ზარალი მოუტანა.

სწორედ ამიტომ, მშრალი კანონის გაუქმების მომხრეთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ადგილობრივთა ვაქცინაციის მაჩვენებელი კი უკვე 80%-ს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები