რადიო „არ დაიდარდოს“ მომღერალი დათო ნეფარიძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს დედისადმი მიძღვნილი სიმღერა, „მხოლოდ შენთვის“ წარუდგინა.
დათო, ვისაუბროთ სიმღერაზე „მხოლოდ შენთვის“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ამ სიმღერას თავისი ისტორია აქვს… დედა გარდამეცვალა და მინდოდა, მასზე ჩამწერა სიმღერა. გავაკეთეთ სიმღერა სიყვარულზე, დედაც ხომ სიყვარულია?! სიყვარულია ყველაფრის მამოძრავებელი.
სიმღერას დაახლოებით ერთი თვე ვეძებდით და ბოლოს, ამაზე შევთანხმდით. მიშა ზაქარიაშვილის ძველი სიმღერაა. „იასამანი“ ერქვა ამ ნამუშევარს. იმსახურებდა ეს სიმღერა, რომ ახლიდან დაბადებულიყო. როგორი გამოვიდა, ამას მსმენელი შეაფასებს. სიმღერის არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის. საყვირზე ლევან კემულარია უკრავს. მასტერინგი გივი უსენაშვილს ეკუთვნის.
როგორია სამომავლო გეგმები, თუ აპირებთ ახალ სიმღერებზე მუშაობას?
კი, რა თქმა უნდა, სანამ ხმა ამომივა, ყოველთვის ვიმღერებ.
დათო ნეფარიძე – მხოლოდ შენთვის
გადაცემის ჩანაწრი