LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანიელი დაიბადა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე. ამ დღემ ოჯახშიც და ჩემს ცხოვრებაშიც დიდი მნიშვნელობა შეიძინა“ – მაგდა ჯოხაძე შვილიშვილზე „იმედის“ ეთერში

225
მაგდა ჯოხაძე

მომღერალი მაგდა ჯოხაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პრაიმშოუს“ სტუმრობდა, რომლის მთავარი თემა ახალგაზრდა ბებიები იყო.

გადაცემაში მან შვილიშვილის დაბადებით გამოწვეულ ემოციებსა და ცხოვრების ახალ ეტაპზე ისაუბრა.

„დანიელი დაიბადა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე. ამ დღემ ოჯახშიც და ჩემს ცხოვრებაშიც დიდი მნიშვნელობა შეიძინა. 1 თვით ადრე გაჩნდა, ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ პირველად რომ ჩავიხუტე, ამოყირავდა მთელი ჩემი ცხოვრება…

ბებიობამ კიდევ უფრო სასიხარულო სტატუსი შეიძინა, სხვანაირად ვუყურებ სამყაროს… მინდა დიდხანს ვიცოცხლო და დიდხანს ვიყო მის გვერდით…“ – აღნიშნა მომღერალმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები