LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დედა იქნებოდა ახლა ბედნიერი, როდესაც ასე ერთად გვხედავს ზეციდან…“ – ანრი ჯოხაძის სოლოკონცერტი ბათუმში და ოჯახის წევრებთან ერთად სცენაზე გამოსული მომღერალი

3279
ანრი

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ანრი ჯოხაძის სოლოკონცერტი გაიმართა.

შესრულდა ცნობილი კომპოზიციები ანრის რეპერტუარიდან.

მასთან ერთად სცენა გაიზიარა თამარ გვერდწითელმა. ანრისა და თამრიკოს დუეტი, როგორც ყოველთვის, განუმეორებელი იყო. „ორი გენიოსი ერთ სცენაზე“, დაწერა დიზაინერმა ნათია გურეშიძემ და ვიდეო გაგვიზიარა. ნათია გურეშიძემ კონცერტის სცენის დიზაინზე იზრუნა.

ერთ-ერთი ჰიტის შესრულებისას მომღერალმა სცენიდან დარბაზში გადაინაცვლა და მაყურებელს ჩაეხუტა და პირადად უმღერა.

ანრიმ სცენაზე თავისი ძმა იხმო, რომელთან ერთადაც მაყურებელს ერთობლივი შესრულება შესთავაზა. ვიდეოს კოკი ფერაზი ფანგანი გვიზიარებს.

დედა იქნებოდა ახლა ბედნიერი, როდესაც ასე ერთად გვხედავს ზეციდან…“, აღნიშნა ანრი ჯოხაძემ, როდესაც ის სცენაზე ოჯახის წევრებთან ერთად გამოვიდა და „ფესვებიდან“ ცნობილი მელოდია შეასრულა.

ფესვები” – როცა სცენაზე დგას რუსუდანის ოჯახი…“, წერს flowers Lovers და ოჯახურ შესრულებას გვიზიარებს კონცერტიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები