ქუთაისში ახლახან ანრი ჯოხაძის სოლოკონცერტი გაიმართა.
მომღერალმა საკუთარი რეპერტუარიდან ჰიტები შეასრულა და დარბაზში დამსწრე საზოგადოება აამღერა და ააცეკვა.
ანრიმ, რასაკვირველია, ქუთაისელი მსმენელი პატივსაცემად, ზურა მანაგაძის ცნობილი სიმღერა „ქუთაისო ჩემო“ შეასრულა.
ვიდეომასალას კონცერტიდან ნათია გურეშიძე და Flowers Lovers ავრცელებენ.
ნათია წერს:
„15 აპრილი, სიყვარულის დღე ❤️ანრი ჯოხაძე, როგორც ყოველთვის, N1“.
