LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საოცარი ენერგია, ეიფორია, აპლოდისმენტები და სრული ანშლაგი! განუმეორებელმა ანრიმ კიდევ ერთხელ აჩვენა, რა არის ნამდვილი მუსიკალური დღესასწაული“ – ანრი ჯოხაძის კონცერტმა ქუთაისში ანშლაგით ჩაიარა

109
ანრი ჯოხაძე

4 აგვისტოს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრმა ანრი ჯოხაძის მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა.

ანრი ჯოხაძე კონცერტზე აუდიტორიის წინაშე არაერთ ცნობილ შემსრულებელთან ერთად დუეტით წარდგა – მათ შორის იყვნენ თამარ გვერდწითელი, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი.

როგორც ყოველთვის, ემოციური იყო ანრი ჯოხაძისა და მისი ოჯახის წევრების ერთობლივი შესრულება – მომღერალმა დასთან და ძმასთან ერთად არაერთი სიმღერა შეასრულა.

საკონცერტო სცენის დიზაინზე კი დიზაინერმა ნათია გურეშიძემ იმუშავა.

ანრი ჯოხაძის კონცერტიდან ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში პროდიუსერი კოკი ფერაზი ფანგანი ავრცელებს.

„რა მაგარი შეგრძნებაა, როცა ასეთ დიდ პროექტებზე მუშაობ და ანრი ჯოხაძის გუნდის წევრი ხარ.

კონცერტის წინა დღიდან ყოველთვის ვნერვიულობ, ახლობლებმაც კარგად იციან, რომ ამ დროს ჯობია არ დამირეკონ. მაგრამ როდესაც ანრი სცენაზეა, ყველაფერი თავის ადგილას დგება… შუა ზაფხულში სავსე მესხიშვილის თეატრი, უსაზღვრო სიყვარული, აპლოდისმენტები და საოცარი ქუთაისელი მსმენელი. ამაზე მეტი ბედნიერება მომღერლისთვის ძნელად არსებობს!

ანრი ჯოხაძე ნამდვილად გენიალირი და გამორჩეული არტისტია, ომარ ჯოხაძე კი გასაოცარი ხმის პატრონი.

მადლობა ქუთაისო, ამდენი სითბოსა და სიყვარულისთვის! ეს საღამო დიდხანს დარჩება ჩვენს გულებში…

გენიოსები ქუთაისში. აი, ასე გამოიყურება ქუთაისური ზაფხულის ყველაზე ენერგიული და ელვარე კულმინაცია! ულამაზესი მესხიშვილის თეატრი ბოლომდე გადატენილია!საოცარი ენერგია, ეიფორია, აპლოდისმენტები და სრული ანშლაგი!

უნიჭიერესმა და განუმეორებელმა ანრი ჯოხაძემ კიდევ ერთხელ აჩვენა ქუთაისს რა არის ნამდვილი მუსიკალური დღესასწაული, შეუპოვარი ენერგია და სცენაზე დატოვებული გული. საღამო, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა და კვლავ დაამტკიცა, რომ ამ ქალაქს სცენის სიყვარული არასდროს ელევა“, – წერს პროდიუსერი სოციალურ ქსელში.

ანრი ჯოხაძემ ჰიტი „სიყვარული დაფრინავს“ თამარ გვერდწითელთან ერთად შეასრულა.

ემოციური იყო ძმების – ანრი და ომარ ჯოხაძეების დუეტი – მათ „სულ ზევით, ზევით“ შეასრულეს.

მომღერალმა და-ძმასთან ერთად, ტრადიციულად შეასრულა ფილმიდან „ფესვები“ ამავე სახელწოდების კომპოზიცია.

ამავე საღამოს, ანრი ჯოხაძემ საკუთარ მსმენელს სიმღერა „ქუთაისო“ საკუთარი ინტერპრეტაციით შესთავაზა, რამაც მესხიშვილის თეატრის აუდიტორიის მხურვალე აპლოდისმენტები და ოვაციები დაიმსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები