LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თბილი გარემო, ძველი მეგობრები და დაუვიწყარი ემოციები, რომლებიც დიდხანს გვემახსოვრება“ – დალი ჩიტალაძის და ანრი ჯოხაძის დუეტი და ეკა კახიანის აკომპანემენტი

106
ანრი ჯოხაძე

ბლოგერი კოკი ფერაზი ფანგანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოებს, რომლებიც მომღერალ ეკა კახიანთან, მცხეთაში სტუმრობის დროს არის გადაღებული.

როგორც ბლოგერის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ეკა კახიანს მეგობრულ წვეულებაზე არაერთი ცნობილი სახე სტუმრობდა, მათ შორის მომღერალი ანრი ჯოხაძე, მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე, ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე.

„თბილი გარემო, ძველი მეგობრები და დაუვიწყარი ემოციები, რომლებიც დიდხანს გვემახსოვრება“ – წერს კოკი ფერაზი ფანგანი სოციალურ ქსელში.

საღამოს მეგობრულ წვეულებას არ ჩაუვლია ქართული სიმღერის გარეშე – ამის ამსახველი არაერთი კადრი ბლოგერმა „ფეისბუკში“ გამოაქვეყნა. კოკი ფერაზი ფანგანი ასევე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც დალი ჩიტალაძე ანრი ჯოხაძესთან ერთად ამღერდა – მათ ფილმიდან „ვერის უბნის მელოდიები“ ცნობილი სიმღერა „გზები მაინც გამინათე მთვარეო“ შეასრულეს. დუეტს აკომპანემენტს ეკა კახიანი უწევდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები