LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო კომიქსების შემქმნელს განასახიერებს

23

ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო „მარველის“ ლეგენდარული კომიქსების შემქმნელს, სტენ ლის განასახიერებს.

ამ დროისთვის ფილმის შესახებ დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა მსახიობმა კომიქსების შემქმნელის როლის შესრულების სურვილი თავად გამოთქვა.  თავად 94 წლის ლის განცხადებით, ის კასტინგის მოწყობის წინააღმდეგი არ არის, მითუმეტეს, რომ დიკაპრიო „მარველის“ დიდი თაყვანისმცემელია, რაც „კარგი გემოვნების“ ნიშანია.

შეგახსენებთ, რომ სტენ ლი ისეთი პერსონაჟების შემქმნელია როგორები იქს ადამიანები, რკინის კაცი, შურისმაძიებლები, ჰალკი, ადამიანი-ობობა და სხვები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები