LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (2-8 ოქტომბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

10

 

* ვერძი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გაძლიერდება ენერგოტონუსი და შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების აქტიურად გამოყენებას, მაგრამ გარკვეული სირთულეები შეგექმებათ პარტნიორებთან ურთიერთობაში, გაგიჭირდებათ მათთან საერთო ენის გამონახვა და კონსენსუსის მიღწევა. არაა გამორიცხული, სწორედ ძველმა და ერთი შეხედვით საიმედო პარტნიორებმა ისარგებლონ თქვენი შეცდომებით, წარუმატებლობით და კიდევ უფრო დაამძიმონ თქვენი მდგოამრეობა. ნაკლებად სასიკეთო იქნება ერთობლივი პროექტებიც, უკეთესია იმუშაოთ დამოუკიდებლად და კვირა ინდივიდუალური საქმიანობისთვის გამოიყენოთ.

 

* კურო – საკმაოდ რთული კვირაა. მოგიწევთ გარკვეული ყოფითი პრობლემების მოგვარება, მოჭარბებული ამბიციები კი, გარშემომყოფების გაღიზიანებას გამოიწვევს, ფარული მტრებს შეგმატებთ და თქვენს ზურგს უკან, აგორებული ჭორების და ინტრიგების მიზეზი გახდება. არაა გამორიცხული სირთულეები შეგექმნათ სამართალდამცავებთან და დავა სასამართლომდეც კი მივიდეს. სერიოზული კონფლიქტი გელით პარტნიორებთან ურთიერთობაში, რაც ნეგატიურად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობასა და ემოციონალურ მდგომარეობაზე. ნაკლებად წარმატებული იქნება მოგზაურობაც, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.

 

* ტყუპები – მეტად დინამიური და საინტერესო კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, საკუთარი შემოქმედებითი ნიჭისა და ორგანიზატორული მონაცემების გამოვლენას. თუმცა, მოჭარბებული ეგოიზმის და ამბიციების ფონზე გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა, ობიექტუირად შეფასების უნარის დაგარკვა კი, გარკვეულ უსიამოვნებებს შეგიქმნით გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია, მოერიდეთ კონფლიქტებს და უმიზეზო კამათს, რადგან არგუმენტების ნაკლებობის წყალობით ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარი სიმართლის დამტკიცება.

 

* კირჩხიბი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასაუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა. მოგიწევთ დროებით დაივიწყოთ საკუთარი ინტერესები და მეტი დრო დაუთმოთ ახლობლების პრობლემების მოგვარებას, რადგან სწორედ ოჯახური სტაბილურობაა თქვენი კარიერული წინსვლისა და პროფესიონალური განვითარების მთავარი გარანტორი. მოიმატებს თქვენს მიმათ პრეტენზიები როგორც კოლეგების, ისე ოჯახის წევრების მხრიდან, ამიტომ გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და სიფრთხილე გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე და მეტი დაისვენეთ, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას.

 

* ლომი – საკმაოდ აქტიური კვირაა. შეძლებთ საჭირო კონტაქტების დამყარებას და საქმიანი მოლაპარაკებების გამართვას, რაც მომავალში აუცილებლად დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში. ნაკლებად სასიკეთო იქნება მოგზაურობა და ახალ ნაცნობებთან საერთო ენის გამონახვა, საკუთარი სიზარმაცე და მოუწესრიგებლობა კი, გაიძულებთ მნიშვნელოვანი საქმეების გადადებას. შეგექმნებათ გარკვეული ინტელექტუალური პრობლემები, გაგიჭირდებათ მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და სწრაფად რეაგირება. მოერიდეთ ახალი პროექტების წამოწყებას და ეცადეთ ბოლომდე მიიყვანოთ დაუსრულებელი საქმეები.

 

* ქალწული – აქტიური, თუმცა საკმაოდ რთული კვირაა. მართალია, შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭის და ორგანიზატორული უნარების გამოვლენას, მაგრამ შეგექმნებათ საკმაოდ სერიოზული ფინანსური პრობლემები. გექნებათ გაუთვალისწინებელი ხარჯები ან ვერ შეძლებთ თქვენს ხელთ არსებული ფინანსების გამოყენებას, რაც მეტად უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობასა და ემოციონალურ მდგომარეობაზე. არაა გამორიცხული მოგიწიოთ გეგმების ან ძველი მოლაპარაკებების პირობების რადიკალურად შეცვლაც.

 

* სასწორი – მზე ახლა თქვენს ზოდიაქოს ნისანშია, ამიტომ ახლა სწორედ თქვენი დროა! საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა, მოიმატებს ცნობისმოყვარეობაც. გექნებათ უამრავი ახალი იდეა და შეძლებთ მათ წარმატებით რეალიზაციას. კარგი პერიოდია ინტელექტუალური განვითარებისთვის და საზოგადოებრივი კონტაქტების გასაფართოებლად. მარტივად დაძლევთ ყველა კონფლისქტს, რადგან არ გაგიჭირდებათ გარშემომყოფების საკუთარი არგუმენტებით დარწმუნება. თუმცა, ზედმეტად აქტიური პარტნიორები ახალ იდეებთან ერთად გარკვეულ სირთულეებსაც მოოიტანენ, რაც სწორედ თქვენი გადასაჭრელი გახდება.

 

* მორიელი – წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა. საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობა, ადვილად გაღიზაინდებით და სწრაფად დაიღლებით. მოგიწვთ გარშემომყოფების კრიტიკის მოსმენა, თუმცა ნაკლებად გექნებათ არგუმენტები საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. არაა გამორიცხული თავი შეგახსენეონ ძველმა დაპირებებმა და დაუსრულებელმა საქმეებმა, რაც კოლეგებთან კონფლიქტის მიზეზი გახდება. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღებას, გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით.

 

* მშვილდოსანი – საკმაოდ აქტიური კვირაა. შეძლებთ ამბიციური გეგმების რეალიზაციას, სასიყვრულო პარტნიორთან საერთო ენის გამონახვას და ურთიერთობის მოწესრიგებას. კარგი პერიოდია საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, ახალი პროექტების დასაწყებად და საკუთარი შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად. თუმცა, იძულებული გახდებით მეტი თავდაჭერა გამოიჩინოთ კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში, რადგან არაა გამორიცხული თქვენი პირდაპირობა და ირონიული გამონათქვამები კონფლიქტის და არასასურველი დაძაბულობის მიზეზი გახდეს.

 

* თხის რქა – საკმაოდ რთული კვირაა. საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა. უსიამოვნება შეგექმნებათ როგორც კოლეგებთან, ისე ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, უამრავ პრეტენზიას გამოთქვამენ გარშემომყოფები, რომელთა მოსმენა და მოთმენა მოგიწევთ. ნაკლებად სასიკეთო პერიოდია მოგზაურობისთვის, საქმიანი შეხვედრების გასამართად და მნიშვნელობვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. არ ღირს ახალი პროექტების დაწყებაც, რადგან მათი უმრავლესობა უშედეგო აღმოჩნდება, დროს და ენერგიას კი, ფუჭად დახარჯავთ.

 

* მერწყული – საინტერესო, თუმცა საკმაოდ რთული კვირაა. მართალია, ენერგოტონუსი საგრძნობლად გაძლიერდება, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა, რაც გარკვეული უსიამოვნებების და კონფლიქტის მიზეზი გახდება. ნაკლებად წარმატებული კვირაა მოგზაურობისთვის, საქმიანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას, რადგან არაა გამორიცხული დაუშვათ შეცდომა, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ.

 

* თევზები – საკმაოდ რთული და ნაკლებად სტაბილური კვირაა. მოულოდნელი ცვლილებები ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციონალურ მდგოამრეობაზე, მარცხი კი, სერიოზულ იმედგაცრუებას გამოიწვევს და დეპრესიის მიზეზიც გახდება. შორს დაიჭირეთ თავი უცხოებისგან, რომლებიც ერთი შეხედვით საინტერესო იდეებით საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში. მართალია, გექნებათ შემოსავლების გაზრდის სურვილი, მაგრამ ნებისმიერი მდელობა გააუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, უშედეგოდ დასრულდება.

 

* გეომაგნიტური დღეები – 2, 3, 5 და 7 ოქტომბერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები