LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

621
მიხეილ-ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 15:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

არ იზარმაცოთ, ეცადეთ მეტად იმოძრაოთ და იაქტიუროთ, რადგან ახალი წლის პირველ დღეებში სწორედ აქტიური მოქმედებით დაიბედებთ წარმატებას.

არ ღირს სიჯიუტე და სხვისთვის საკუთარი აზრის თავსმოხვევა. მოუსმინეთ უფროსი თაობის ნათესავთა რჩევებს, რომელთაც ცხოვრების მეტი გამოცდილება აქვთ.

მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი ინფორმაციის გაცემას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამჟღავნდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

* პარტნიორული ურთიერთობა – მართალია, მოიმატებს სექსუალური ენერგია, მაგრამ უმჯობესია გამოიჩინოთ თავშეკავება, რათა მოჭარბებული სექსუალურობა აგრესიაში არ გადაიზარდოს.

* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი, ნოვატორული და რეფორმატორული საქმიანობისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ძვირფასი ლითონებითა და მინერალებით ვაჭრობისთვის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის შესაძენად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, ბინის შეცვლისა და სესხის აღებისთვის.

* ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

* დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე გიშერი, ძოწი, საფირონი, აკვამარინი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

* ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები