LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის Toyota Camry-მ შეჯახების ტესტის მაქსიმალური შეფასება მიიღო

143

ახალი სედანი, 2018 წლის სამოდელო რიგის Toyota Camry IIHS-ის სპეციალისტებმა წარმატებულად გატესტეს. წარმომადგენლობითი კლასის მოდელმა ქრაშ-ტესტში უმაღლესი ქულა Top Safety Pick Plus მიიღო. სიახლე ამერიკის საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტმა გატესტა და ავტომობილი ფრონტალურ და გვერდით შეჯახებებში გამოსცადა. თუკი ექსტრემალური მუხრუჭის ასისტენტზე ვისაუბრებთ, ის ნორმალურად ფუნქციონირებს 19-44 კმ/სთ სიჩქარეზე. სედანმა ასევე კარგი შედეგი დაფიქსირა დაცულობის დონეში. კაპოტ ქვეშ სიახლეს 2 და 2,5 ლიტრიანი ძრავები აქვს, რომელთა სიმძლავრეც 169 და 178 ცხენის ძალაა, ხოლო ჰიბრიდული ვერსია 209 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები