LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2249
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:14-დან 10:28 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთების და სპორტული ინვენტარის შეძენისთვის, კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ხელშეკრულებების და ფინანსური გარიგებების გაფორმება, მსხვილი საყიდლები და კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მასაჟისთვის და თირკმელების სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, კბილებს და თვალებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, ბრილიანტი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები