LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2830
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:28-დან 09:31 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ ზედმეტ ფორიაქს. არ აჰყვეთ ილუზიებს, იმოქმედეთ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.

თავი შეიკავეთ ფარულად მოქმედებისგან, რადგან ნებისმიერი დაფარული გამჟღავნდება და ისევ თქვენ გაზარალებთ.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი საქმის დაწყებისა და სამსახურის მოძიებისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისთვის, ახალი კონტაქტების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის, ბინის შეცვლისა და სესხის აღებისთვის.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე აკვამარინი, საფირონი, ცირკონი, ციტრინი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ კუროს, ლომს და თხის რქას, რომელთაც ძალიან გაუჭირდებათ დეპრესიისა და ნეგატიური ფიქრების დაძლევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები