ყურადღებით დააკვირდით მიმდინარე მოვლენებს.
კარგი დღეა ბრძნული რჩევებისა და საიდუმლო ცოდნის მისაღებად.
მოერიდეთ აგრესიის და გაღიზიანების გამოვლენას.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება პარტნიორთან ურთიერთობაში.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, მსხვილი საყიდლები და კაპიტალის დაბანდება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ თვალების გადაღლას. გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზით და ფრინველის ხორცით, მოთუშული ბოსტნეულით, ხილით და თაფლით. კარგი დღეა თირკმელების, ყელის და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ყავისფერი და ნარინჯისფერი, ასევე სარდიონი, ლალი, იაგუნდი, ძოწი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.
აუდიოჩანაწერი