LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (18-24 ნოემბრის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1253
მიხეილ ცაგარელი

21 ნოემბრამდე მზე მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, დედამიწა კი, ნეგატიურ ენერგოველშია, ამიტომ კვირის დასაწყისი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის რთული და პრობლემური იქნება, 21 ნოემბერს კი, მზე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში, დედამიწა კი, პოზიტიურ ენერგოველში გადავა და სიტუაციაც ეტაპობრივად გამოსწორდება. მოიმატებს ურთიერთგაგება ადამიანებს შორის, გაიზრდება წარმატების შანსები და შესაძლებლობები ყველა სფეროში, ამიტომ ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე სწორედ კვირის მეორე ნახევრისთვის გადადოთ.

ვერძი – რთული იქნება კვირის პირველი ნახევარი, მით უფრო, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არაა გამორიცხული მოგიწიოთ ძველი ხელშეკრულებების გადახედვა და მოულოდნელი ფინანსური პრობლემების გადაწყვეტა. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და საიდუმლოს გათქმას, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა მოიმატებს ოპტიმიზმი და შეუპოვრობა, მარტივად დაძლევთ ყველა სირთულეს, გააფართოებთ გავლენის სფეროებს და უკეთ შეძლებთ მიმდინარე მოვლენების გაკონტროლებას.

კურო – კვირის პირველ ნახევარში ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების გაკონტროლება, გაღიზიანების და გაბრაზების დამალვა. ბევრად მშვიდი და ჰარმონიული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი და შრომის უნარი. შეძლებთ იდეების რეალიზებას, პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებას და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას.

ტყუპები – მეტი ყურადღების და სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, მით უფრო, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გართულდება ადამიანებთან საერთო ენის მოძიება, ბევრი ეცდება საკუთარი აზრის თავსმოხვევას, რაც თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს. ბევრად პოზიტიური იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან საგრძნობლად გამარტივდება ადამიანებთან ურთიერთობა, შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის.

კირჩხიბი – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ კვირის პირველ ნახევარში თქვენც მოგიწევთ სირთულეების დაძლევა. მოერიდეთ სარკაზმს და გარშემომყოფთა კრიტიკას, რადგან ასე მხოლოდ მათ გაღიზიანებას გამოიწვევთ. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი. მოიმატებს ურთიერთგაგება ადამიანებს შორის, რაც კონფლიქტების მოგვარებასა და ნაცნობებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია იდეების განხორციელებისთვის, შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

ლომი – რთული იქნება კვირის პირველი ნახევარი, რადგან გარშემომყოფთა კრიტიკა სერიოზულად შეარყევს თქვენს თვითრწმენას, მით უფრო, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. ძალიან გაგიჭირდებათ იდეების განხორციელება. ბევრად მშვიდი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა შრომის უნარიც მოგემატებათ და ენთუზიაზმიც. შეძლებთ პრობლემების მოგვარებას, შვილებთან, ოჯახის წევრებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის მოწესრიგებას.

ქალწული – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ კვირის პირველ ნახევარში მაინც მოგიწევთ სიფრთხილის გამოჩენა, რათა არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა. მოერიდეთ სარკაზმს და ნაცნობთა კრიტიკას, რადგან პასუხსაც ანალოგიურს მიიღებთ. ბევრად სტაბილური იქნება კვირის მეორე ნახევარი. შეძლებთ საინტერესო ადამიანების გაცნობას და ერთობლივი პროექტების დაწყებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას.

სასწორი – მეტი სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, მით უფრო, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობაც. მოერიდეთ დატვირთვას და გონების ზედმეტად გადაღლას. მოემზადეთ სპონტანურად მოქმედებისთვის, რადგან მოულოდნელად შეცვლილი გეგმები თქვენც სწრაფად, მოვლენების შესაბამისად გაიძულებთ მოქმედებას. მართალია, მოიმატებს შეცდომების, ფინანსური დანაკარგის ალბათობა, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში, რომელიც ბევრად იღბლიანი და წარმატებული იქნება, ყველა დანაკარგს აინაზღაურებთ. გადადეთ კვირის ბოლოსთვის მსხვილი საყიდლები და ინვესტიციები, ფინანსური გარიგებები და საქმიანი მოლაპარაკებები.

მორიელი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას. თუმცა, კვირის პირველ ნახევარში თქვენც მოგიწევთ სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა, რადგან ურთიერთგაგების შემცირების ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ პარტნიორებთან საერთო ენის მოძიება. არაა გამორიცხული ჩაებათ კონფლიქტში, ან სამუდამოდ გაწყვიტოთ ურთიერთობა. ბევრად წარმატებული იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან სწორედ ამ პერიოდში მიიღებთ შემოსავალს ძველი პროექტებიდან, მომატებული თვითრწმენის ფონზე კი, ავტორიტეტსაც გაიმყარებთ და გავლენის სფეროებსაც გააფართოებთ.

მშვილდოსანი –  რთული იქნება კვირის პირველი ნახევარი. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გააქტიურებული მოშურნეები და კონკურენტები მაქსიმალურად ეცდებიან თქვენს შეფერხებას და საქმეებში ხელის შეშლას. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და გეგმების გათქმას. ბევრად იღბლიანი და პოზიტიური იქნება კვირის მეორე ნახევარი – 21 ნოემბრიდან, როცა მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადმოვა. მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, შეუპოვრობა და შრომის უნარი. შეძლებთ ძველი საქმეების დასრულებას და ძველი შეცდომების გამოსწორებას, გავლენის სფეროების გაფართოებას და სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას.

თხის რქა – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ კვირის პირველი ნახევარი თქვენთვისაც რთული იქნება. აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება შვილებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობისას. ბევრად სტაბილური იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან მოგეცემათ კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების, კონფლიქტების მოგვარების და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი.

მერწყული – რთული, მეტად კონფლიქტური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, რაც არ მოგცემთ მოვლენების ობიექტურად შეფასების საშუალებას. გაღიზიანების მიუხედავად, მაინც არ ღირს კონფლიქტებში ჩაბმა, რადგან არავის მოუნდება თქვენი მოსმენა. არაა გამორიცხული სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ  სამსახურში განხორციელებულმა ცვლილებებმა. ბევრად მშვიდი და სტაბილური იქნება კვირის მეორე ნახევარი. მოიმატებს თვითრწმენა, რაც ბევრად თავისუფლად და თამამად მოქმედებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ სწორედ კვირის ბოლოსთვის გადადოთ საქმიანი მოლაპარაკებები და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა.

თევზები – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, თუმცა კვირის პირველ ნახევარში მაინც ფრთხილად მოგიწევთ მოქმედება, რათა არ დაუშვათ შეცდომები, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან კონფლიქტები მხოლოდ თქვენ მოგიტანთ ზიანს. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი. შეძლებთ საერთო ენის მოძიებას კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. არაა გამორიცხული გაიცნოთ ახალი ადამიანები, ვინც ახალი და საინტერესო პროექტების დაწყებაში დაგეხმარებათ.

გეომაგნიტური დღეები – 19, 20, 23 და 24 ნოემბერი.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები