Nike მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის საფირმო ბუცებს გამოუშვებს.
Nike Mercurial CR7 Melhor კრიშტიანო რონალდოს ეძღვნება, რომელიც გუშინ ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა. მადრიდის ”რეალის” ვარსკვლავმა გამოკითხვაში ლიონელ მესისა და ნეიმარს აჯობა.
Bleacher Report-მა ბუცების ფოტო გამოაქვეყნა. ისინი შესანიშნავად გამოიყურება.