LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

98 წლის კაცს 96 წლის ქალი შეუყვარდა და მასზე დაქორწინდა

106
Screenshot 2024-11-26 173440

აშშ-ში, ქალაქ ოსტინში 98 წლის მამაკაცს 96 წლის ქალი შეუყვარდა და წელიწადზე ნაკლებ დროში მათ ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს. ასაკოვანი წყვილის რომანტიკული ისტორია გაზეთმა the Washington Post-მა გააზიარა.

ბერნანდ სნაიდერმა და ჯო კარტრაიტმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნეს. ორივე დაქვრივდა: კარტრაიტი 2014 წელს და სნაიდერი 2023 წელს. მამაკაცის თქმით, ის არ აპირებდა ახალი ურთიერთობის დაწყებას, მანამ სანამ ერთ დღეს ჯოს რესტორანში არ გადაეყარა და სულ სხვა თვალით არ შეხედა. თითქოს ის პირველად დაინახა და შეუყვარდა.
მოგვიანებით სნაიდერმა სიმამაცე მოიკრიბა და ქალი 98 წლის იუბილეზე დაპატიჟა. დღესასწაულის შემდეგ მან გულის სწორს ყვავილები და ტკბილეული აჩუქა. ამის შემდეგ წყვილმა შეხვედრები დაიწყო, ისინი ერთად ვახშმობდნენ და ბევრს სეირნობდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ სნაიდერმა კარტრაიტს ხელი სთხოვა.

„ჩვენ ჩვენი ცხოვრების დასკვნით ეტაპზე ვართ, თუმცა ერთმანეთი მაინც შეგვიყვარდა.“ – აღნიშნა კაცმა.

1-ელ ნოემბერს წყვილი დაქორწინდა. ცერემონიის შემდეგ ისინი თავისი მეორე ნახევრების საფლავებს ესტუმრნენ და ყვავილები დატოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები