LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (20-26 ნოემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

12

* ვერძი – წინა კვირისგან განსხვავებით, ბევრად სტაბილური კვირაა. შეძლებთ კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რეპუტაციის გაუმჯობესებას და საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვებას, გააზრებული მოქმედებით, ახლობლების მხარდაჭერით და რჩევების გათვალისწინებით კი, წარმატებით შეასრულებთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს. კარგი პერიოდია ცოდნის შესაძენად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საქმიანი შეხვედრების გასამართად და ახალი კონტაქტების დასამყარებლად.

* კურო – საკმაოდ პოზიტიური, რომანტიკული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე, გახდებით ბევრად აქტიური და ენერგიული, შეძლებთ ინიციატივის და კომუნიკაბელურობის, შემოქმედებითი ნიჭისა და საკუთარი შესაძლებლობების ახლებურად გამოვლენას, ურთიერთობას გააუმჯობესებთ ძველ პარტნიორთან ან შეხვდებით ახალ ადამიანს, რომელიც დიდი ხნით დაგამახსოვრეთ თავს. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, იდეების რეალიზაციისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

* ტყუპები – მეტად პოზიტიური კვირაა. შეძლებთ სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და ყველა უთანხმოების მოგვარებას, ინიციატივის გამოჩენას და საკუთარი შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენებას, მართალია, დიდ დროს დახარჯავთ რთული იდეების განსახორციელებლად, მაგრამ ნებისმიერი წამოწყებას წარმატებით დაასრულებთ და კოლეგებთან ერთად, ხელმძღვანელობის პატივისცემასაც დაიმსახურებთ, შარმისა და მომხიბვლელობის წყალობით კი, პოპულარობას მოიპოვებთ საზოგადოებაში, მარტივად მიიზიდავთ გარშემომყოფთა, მათ შორის საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღბას. იმოქმედეთ აქტიურად, რადგან ამ კვირაში მეტად მაღალია წარმატების მიღწევის შანსები.

* კირჩხიბი – საკმაოდ საინტერესო კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატორული ნიჭის და ინიციატივის გამოვლენას, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას, ლიდერის პოზიციის მოპოვებას და ავტორიტეტის გაძლიერებას, ინტუიციის წყალობით კი, აუცილებლად სწორ გადაწყვეტილებას მიღებთ. კარგი პერიოდია სასიყვარულო პარტნიორთან უთანხმოების მოსაგვარებლად ან ახალი რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად. თუმცა, წარმატების მისაღწევად საჭიროა მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთოთ საზოგადოებრივ ღონისძიებებში, სადაც თავისუფლად შეძლებთ გავლენიანი ადამიანების დაინტერესებას და საკუთარი იდეების სწორედ მათი მხარდაჭერით რეალიზებას.

* ლომი – წინა კვირისგან განსხვავებით, ეს კვირა ბევრად სასიკეთოა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატიავის გამოჩენას, ახლობლების დახმარებით იდეების რეალიზაციას და ამბიციების დაკმაყოფილებას. არაა გამორიცხული მიიღოთ მოულოდნელი, მეტად სასიამოვნო საჩუქარი ან შეიძინოთ ძვირფასი ნივთი, გააუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი და შეიქმნათ ბევრად კომფორტული პირობების.

* ქალწული – საკმაოდ პოზიტიური, ნაყოფიერი კვირაა. შეძლებთ  ძველი პრობლემების მოგვარებას და მეტად მნიშვნელოვანი საკითხების თქვენს სასიკეთოდ გადაწყვეტას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და საჭირო კონტაქტების დამყარებას. კარგი პერიოდია სხვათა დასახმარებლად, ახალი მეგობრების შესაძენად და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

* სასწორი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოვლენას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვებას, ახალი საქმის ან პროექტის წამოწყებას, რომელიც სწრაფად მოგიტანთ სასურველ შედეგს. კარგი პერიოდია ახალი რომანტიკული თავგადასავლებისა და საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად, არაა გამორიცხული გაიცნოთ გავლენიანი ადამიანები, რომელთა ფინანსური მხარდაჭერა იდეების და დიდი ხნის მიზნების განხორციელებაში დაგემრებათ.

* მორიელი – მეტად წარმატებული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სრულად შეძლებთ საკუთარი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის, ორატორული და ორგანიზატორული შესაძლებლობების, მებრძოლი და შეუპოვარი ხასიათის გამოვლენას. შეძლებთ ნებისმიერი იდეეის სწრფად და მარტივად რეალიზებას, სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვებას და ავტორიტეტის ამაღლებას, არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

* მშვილდოსანი – კვირის მეორე ნახევარში მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადმოვა და საკმაოდ პოზიტიური პერიოდი დაიწყება. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციონალური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, კომუნიკაბელურობისა და გონებამახვილობის გამოჩენას, საკუთარი იდეებით სხვების დაინტერესებას, ავტორიტეტის გაზრდას და საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვებას,  მოიმატებს ოპტიმიზმი, შეძლებთ საკუთარი კომპლექსების დამარცხებას და უფრო იმედიანად შეხედავთ მომავალს.

* თხის რქა – საკმაოდ საინტერესო, სერიოზული ცვლილებების კვირაა. მოიპოვებთ მოქმედების თავისუფლებას, შეძლებთ საკუთარი გავტორიტეტის და გავლენის სფეროების გაფართოვებას, რაც მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, კარიერულ წინსვლასა და ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლაში დაგეხმარებათ.

* მერწყული – წინა კვირისგან განსხვავებით, ბევრად მშვიდი და ჰარმონიული კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა. მოიმატებს პასუხისმგებლობის გრძნობა, ბევრად ობიექტურად შეხედავთ თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს, წამოიწყებთ ახალ საქმეს, ჩაერთვებით სარფიან პროექტებში ან დაიკავებთ გავლენიან თანამდებობას, მარტივად გამონახავთ საერთო ენას გარშემომყოფებთან, რაც დაგეხმარებათ საკუთარი ცხოვრების ახლებურად ორგანიზებასა და სასიკეთოდ შეცვლაში.

* თევზები – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. საკუთარი კეთილშობილებით, მომთმენი და დამყოლი ბუნებით სწრაფად მიიზიდავთ გარშემომყოფებს, თუმცა, არაა გამორიცხული თქვენი დელიკატურობით თქვენმა მტრებმა ისარგებლონ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან მოგაყენონ ზიანი. ერთიანობაში საკმაოდ კარგი პერიოდია, შეძლებთ ინდივიდუალურობის ახლებურად წარმოჩენას, თანამოაზრეების შეკრებას და საერთო პროექტების განხორციელებას, სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთგაგების მოძიებას და ნებისმიერი უსიამოვნების დაძლევას.

* გეომაგნიტური დღეები – 20, 22, 23 და 26 ნოემბერი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები