მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 06:56-დან 11:25 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
არ გადადოთ ხვალისთვის ის საქმე, რისი გაკეთება დღესაც შეგიძლიათ.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისთვის, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ თვალების ზედმეტად გადაღლას. კარგი დღეა თირკმელების და კანის სამკურნალოდ, თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და ქარვა გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.