LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan შესაძლოა ერთი წლის მერე გაქრეს

107
Nissan შესაძლოა ერთი წლის მერე გაქრეს

რთული ფინანსური მდგომარეობის გამო კომპანია Nissan-მა შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს. თანაც, ეს შესაძლოა უკვე 12-14 თვის შემდეგ მოხდეს. ასეთი პროგნოზი გამოცემა financial Times-მა იაპონური ბრენდის ერთ-ერთ ტოპ-მენეჯერთან გასაუბრების შემდეგ გამოაქვეყნა. სპეციალისტის აზრით, ბრენდი გადარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თუკი ძლიერ ინვესტორს იპოვის. სხვა შემთხვევაში Nissan-ს სხვა ავტომწარმოებლები „გადაყლაპავენ“.

ფინანსების დიდი დეფიციტი კომპანიას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც Renault-მა Nissan-ში თავისი წილი შეამცირა და აქციების 40% გაყიდა. გარდა სხვადასხვა კომპანიებიდან რესურსის ჩადებისა, ბრენდი კომპანია Honda-ს აქციების ნაწილის გაყიდვასაც განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები