შვედეთში „წლის საჩუქარი“ ელექტრო ველოსიპედი გახდა. კვლევითი ცენტრის „Hui Research“-ის ექსპერტებმა ჩაატარეს საინტერესო გამოკითხვა და დაადგინეს, რომ ყველაზე ჯანსაღი ტრანსპორტი მართლაც სასურველი საჩუქარია. ელ-ველოსიპედი შვედებისთვის გარემოზე და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ასოცირდება. გარდა ამისა, მსგავსი ტრანსპორტის არჩევა იმაზეც მიუთითებს, რომ შვედებს ინოვაციები არ აშინებთ და მზად არიან ახალ სიტუაციებს კომფორტულად მოერგონ.
შეგახსენებთ, რომ „Hui Research“-ის სპეციალისტები „წლის საჩუქარს“ 1988 წლიდან ავლენენ ხოლმე. პირველი გამოკითხვის დროს კი ყველაზე სასურველი საჩუქარი – პურის საცხობი ღუმელი გახდა. ხოლო შემდგომ წლებში ეს ტიტული მობილურ ტელეფონს, სუნამოს, რობოტსა და ვირტუალური რეალობის სათვალესაც აქვს მიღებული.