საფრანგეთის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი – სარემონტო სამუშაოების შემდეგ გაიხსნა. ოფიციალური ცერემონია 7 დეკემბრისთვისაა ჩანიშნული, წერს NYTimes.
ტაძარში ხანძარი 2019 წლის, 15 აპრილის ღამეს მოხდა. მეხანძრეები ცეცხლს 9 საათზე მეტ ხანს ებრძოდნენ. შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დიდი ნაწილი დაზიანდა.
სარემონტო სამუშაოებს 5 წელი და 6 თვე დასჭირდა. მასში 250 სამშენებლო კომპანია და ასობით სპეციალისტი იყო ჩართული.
აღსანიშნავია, რომ ნოტრ-დამის სახურავი იმავე ინსტრუმენტებით აღადგინეს, რომლითაც ის ასი წლის წინ იყო აგებული.
საფრანგეთის დედაქალაქში იმაზეც ფიქრობდნენ, რომ ტაძარი კი არ შეეკეთებინათ, არამედ ისტორიული ინტერიერისთვის თანამედროვე ელემენტები დაემატებინათ. თუმცა, მოგვიანებით ამ იდეაზე უარი თქვეს.