ბარბარა სამხარაძე თავისი „ინსტაგრამის“ გვერდის მეშვეობით აანონსებს ახალ სიმღერას, რომელიც დღის სინათლეს 14 იანვარს იხილავს:
„ახალი სიმღერა უკვე მზად არის, ძალიან ბევრი მიზეზი გამოჩნდა, რის გამოც, სამწუხაროდ, თქვენთან შეხვედრა დააგვიანა. 14 იანვარს ხდება 9 წელი ჩემი პროექტ „ნიჭიერში“ გამარჯვებიდან, რომელიც ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი დღე იყო. მთელი 9 წელი ეს დღე განსაკუთრებულად მახსენდება…“
ბარბარა ვიდეოში ახალი სიმღერიდან ნაწყვეტსაც გვისრულებს.
სიმღერა ინგლისურენოვანია.