LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

104 წლის ქალმა ხანგრძლივი სიცოცხლის კულინარიული საიდუმლო გაამხილა

106
TDK32BB8UWEKWBD86YNB

ბრიტანეთის მკვიდრმა 104 წლის იუბილე იზეიმა და ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გაამხილა. ამის შესახებ Kent Online წერს.

ბეტი ბულოკი 1920 წელს უელსში დაიბადა. კენტის საგრაფოში ის მეორე მსოფლიო ომის დროს გადაბარგდა, როცა ქალთა სამშვიდობო კორპუსში მსახურობდა. ბოლო 65 წელი ბრიტანელი თავის სახლში, ქალაქ დარტფორდში ცხოვრობს.

ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოდ ქალი ოჯახის განსაკუთრებულ კულინარიულ ტრადიციებს მიიჩნევს. „მე ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდი, იქ გვქონდა პლაჟი ოქროსფერი ქვიშით. ეს ყველაზე ბედნიერი დრო იყო. მაშინ კარტოფილის ფასი 1 პენი იყო, თევზი 2 პენი ღირდა, ასე რომ ჯამში 3 პენი გამოდიოდა. აი ამიტომ ვცხოვრობ ასე დიდ ხანს, ჩემი საიდუმლო – თევზი და ჩიფსია“, – ამბობს ბეტი.

ბრიტანელმა ისიც დაამატა, რომ მას ყოველთვის უყვარდა ხილის წვენი და სმუზი, ასევე ყოველთვის ძალიან სასარგებლო ბოსტნეულის სუპებს ამზადებდა. გარდა ამისა, ბეტი არასდროს მიირთმევდა ალკოჰოლს და არც თამბაქოს მომხმარებელი ყოფილა ოდესმე. სამსახურში ის მრავალი წლის განმავლობაში ველოსიპედით დადიოდა.

104 წლის იუბილე ქალმა სახლში აღნიშნა, სადაც მასთან მეგობრები და ახლობლები შეიკრიბნენ. მათთვის მან კიდევ ერთი საიდუმლო გაამხილა: „უბრალოდ იყავი პატიოსანი ყველასთან, ესაა და ეს. მე მართლაც არაჩვეულებრივი სიცოცხლე განვლიე. ძალიან გამიმართა, არა?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები