LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამის საზოგადოებრივი ტრანსპორტი 11 წლამდე ბავშვებისთვის უფასო გახდება

107
ამსტერდამის საზოგადოებრივი ტრანსპორტი 11 წლამდე ბავშვებისთვის უფასო გახდება

ამსტერდამში 4-დან 11 წლამდე ბავშვები ავტობუსით, ტრამვაით და მეტროთი გადაადგილებას უფასოდ შეძლებენ. სიახლე მინიმუმ წელიწად ნახევარი იმოქმედებს და ამ გზით მერიას სურს, რომ პატარებს სწორი შეხედულებები ჩამოუყალიბოს. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა არაეკოლოგიური ტრანსპორტის მავნეობის შესახებ მცირე ასაკიდანვე იცოდნენ.

აქცია მოქმედებას 2025 წლის ზაფხულში დაიწყებს და 2026 წლის საშობაო არდადეგების დასრულებამდე იმოქმედებს.

ამსტერდამში ბავშვებისთვის უფასო ტრანსპორტის შეთავაზება ადრეც მოქმედებდა. 2023 წელს პატარები საზოგადოებრივი ტრანსპორტით მთელი 4 თვე დადიოდნენ უფასოდ. 2024 წელს ტრანსპორტი უფასო იყო ზაფხულის არდადეგების დაწყებიდან საშობაო პერიოდის დასრულებამდე. მაშინ მცირეწლოვანმა ამსტერდამელებმა ქალაქის მასშტაბით მილიონამდე მგზავრობა მოასწრეს. მერიამ ექსპერიმენტი წარმატებულად ჩათვალა და მისი გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

ევროპაში სხვადასხვა გზებს მიმართავენ, რათა ბავშვები მომავალში კერძო ავტომობილით და არაეკოლოგიური საწვავით ნაკლებად დაინტერესდნენ. მაგალითად, ბულგარეთში 14 წლამდე მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები