ზოგადი მიმოხილვა: დღეიდან 27 მარტამდე ცის კაბადონზე სიყვარულისა და ხელოვნების მმართველი პლანეტა გადაინაცვლეს ვერძის ზოდიაქოში და ამ ზეგავლენის შედეგად ის ადამიანებში მეტად განავითარებს აქტიურობას ადამიანთა და პარტნიორულ ურთიერთობებში, გააღრმავებს ორგანიზატორულ შესაძლებლობებს, განავითარებს კეთილშობილებას, გონებამახვილობას, თუმცა შესაძლოა განვითარდეს სულსწრაფობა, ეგოიზმი, უყაირათობა, აგრესია დიქტატორული გამოვლინებები. დღევანდელ დღეს რაც შეეხება ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს მათთვის, ვინც დაკავშირებულია ტექ-მომსახურებასთან, სამხედრო სტრუქტურებთან, სპორტთან.
კონტაქტები: საყურადღებოა პარტნიორული ურთიერთობები, ზოგიერთები ეცდებიან პრობლემების წარმოქმნას, კარგია ეს დღე კონტაქტებისთვის, ნუ იჭორავებთ და შეუსრულებელ დაპირებებსაც ნუ გასცემთ.
მინერალები: მინერალებიდან აქატი მალაქიტი ზურმუხტი, კარგია მარგალიტისა და ონიქსის ქვათა გამოყენებაც, ისინი მეტად მოიზიდავენ სასიკეთო კოსმოსურ ენერგიებს. ფერებიდან ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, ბეჟი, გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.
სიზმრები: დღევანდელი სიზმრები საიდუმლოდ უნდა შეინახოთ.
აქტივობები: დღეს სასიკეთოა მცენარეების დარგვა-გადარგვა, კარგი დღეა ქორწინებისათვის, მეგობრობისათვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისათვის, მოგზაურობისათვის, საყიდლებისთვის, მათ შორის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისათვის.
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი და სწორი ნაწლავის ზონა. დღე გეომაგნიტურია, ეს ენერგიები მეტ პრობლემებს უქმნიან გულსისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი წნევებისა, თავის ტკივილებისა, უგუნებობისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებებისა. მაღალია დღეს გაციების ალბათობა, მოვერიდოთ ხალების და პაპილომების მოცილებას. კისრის მკვეთრ მოძრაობებს, ორპირ ქარს, სარისკო მოქმედებებს.
ზოდიაქოს ნიშნები: დადებითია დღე ქალწულის, თხის რქა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებისათვის, დაძაბულია ეს დღეს მერწყულებისთვის, ვერძისთვისა და ტყუპებისთვის.