LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა Louis Vuitton-ის მაღაზია გაზიდეს (ფოტო)

22

ცნობილია, რომ დევიდ და ვიქტორია ბექჰემები Louis Vuitton-ის დიდი თაყვანისმცემლები არიან. ამიტომ პოპულარულმა წყვილმა გადაწყვიტა, პარიზში ვიზიტისას ბრენდის მაღაზიიდან ყველაზე ძვირადღირებული სამოსი შეეძინა. პაპარაცებმა დევიდ და ვიქტორია ბექჰემები მაშინ გადაიღეს, როცა ისინი Louis Vuitton-ის მაღაზიიდან საყიდლებით გამოდიოდნენ. ფოტოებიდან ჩანს, რომ ცნობილმა ფეხბურთელმა და დიზაინერმა მთელი მაღაზია გაზიდეს. საინტერესოა, რომ ბრენდის პარიზულ მაღაზიაში სამოსზე ფასები 700-დან 2000 ევრომდე მერყეობს.

კლასიკურ პალტოსა და ჯინსებში გამოწყობილმა დევიდ ბექჰემმა ცნობილი ბრენდის მაღაზიიდან შენაძენი მაღაზიის პერსონალის დახმარებით გამოიტანა. საკუთარი კოლექციიდან ულამაზესი კაბა ეცვა თავად ვიქტორია ბექჰემს, რომელიც ბორდოსფერ ჩექმებთან ჰქოდან შეხამებული. საინტერესოა, რომ მეუღლეებს თავადაც Louis Vuitton-ის ჩანთები ეჭირათ.

(ფოტოები)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები