LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Maserati-ს ბაზაზე აწყობილი მდიდრული კუპე ჟენევის ავტოშოუზე გამოჩნდება

106

მილანის ატელიემ ჟენევის ავტოშოუსთვის Maserati-ის ბაზაზე აწყობილი მდიდრული კუპე წარმოადგინა. იტალიურმა ატელიე Touring Supperleggera-მა უნიკალური Sciadipersia ერთ-ერთი კლიენტის შეკვეთით დაამზადა. მოდელი Maserati Gran Turismo-ს ბაზაზე აიწყო და მთლიანობაში კომპანია მისი 10 ეგზემპლარის გამოშვებას გეგმავს.

ბრენდის მთავარი დიზაინერის ლუი დე ფაბრიბეკერის განცხადებით, ავტომობილის კონცეპტი Maserati 5000 GT The Shah of Persia-ისგან ისესხეს. Maserati-ს ერთ-ერთი პირველი მოდელი 1958 წელს გამოუშვეს და ის დღემდე ფუფუნებისა და რომანტიკის სიმბოლოდ ითვლება. რაც შეეხება Sciadipersia-ს – მისი ძარა მთლიანად ხელითაა აწყობილი, ასევე მას ორიგინალთან შედარებით უფრო დიდი ფანჯრები და პანორამული გადახურვა აქვს.

მოდელის ინტერიერი ტურინული ქარხნის Foglizzo-ს დამსახურებაა და კუპეს მდიდრული იერსახის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს. Sciadipersia 4,7 ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 461 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. და ბოლოს, 1700 კგ-იან კუპეს 96 კმ/სთ-ის განვითარება სულ რაღაც 4,6 წამში შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები